14 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული სამუშაო შეხვედრა „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება კვლევასა და სწავლებაში“ ორი ძირითადი საკითხის განხილვას დაეთმო: Ethical Challenges Related to Generative AI in Research და Accountable Learning in the Age of AI: Designing Assessments for Human Responsibility.
შეხვედრას უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი პროფესორები: აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი ტომაშ ფოლტინეკი, აირინ გლენდინინგი (კოვენტრის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), შივა სუბრამანიანი (როეჰემპტონის უნივერსიტეტი, დიდიბრიტანეთი) და რომან გაბრელიკი (ჩარლზის უნივერსიტეტი, ჩეხეთი). მომხსენებლებმა ისაუბრეს კვლევისა და სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ეთიკურ პრობლემებზე, ასევე განიხილეს სასწავლო კურსების შეფასების სისტემის ცვლილების საჭიროება და წარმატებული პრაქტიკები.
2025 წლის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა დისტანციური სწავლების განვითარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ცენტრი, რომელიც ამ საკითხებზე საუნივერსიტეტო პოლიტიკას შეიმუშავებს.
ამავე დღეს უცხოელი სტუმრები შეხვედნენ ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის კანცლერს და პროექტის ETHICS სამუშაო ჯგუფს, განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
2026

















