ამ გვერდზე წარმოდგენილია კვლევის ეთიკასთან დაკავშირებული დეტალები, რომლესაც განსაზღვრავს ევროპული სამეცნიერო ფონდები, ასევე, წარმოდგენილია ინსტრუქციები მკვლევარებისთვის და კვლევითი ინსტიტუტებისთვის

  • The Embassy of Good Science – Website: – EnTIRE

მოცემული პლატფორმა შექმნილი Horizon 2020 EnTIRE პროექტის ფარგლებში. ის ემსახურება კვლევის ეთიკასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რესურსების შექმნას. პლატფორმა ხელს უწყობს წვდომას სასწავლო ვიდეოებზე, სტატიებსა და ინტერაქტიულ მასალებზე, რომლებიც შექმნილია მკვლევარებისთვის, მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის. ეს რესურსები მოიცავს თემების ფართო სპექტრს, მათ შორის, როგორ გავუმკლავდეთ ეთიკურ დილემებს, თავიდან ავიცილოთ არასათანადო ქცევა და უზრუნველყოთ კვლევაში კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვა. პლატფორმა მიზნად ისახავს გლობალური კვლევითი საზოგადოების მხარდაჭერას ეთიკური გამოწვევების პროცესში.

აშშ-ს მთავრობის ეს სტრუქტურა ქმნის რესურსებსა და ინსტრუქციებს კვლევებში ადამიანის სუბიექტების დაცვის შესახებ, მათ შორის რეგულაციებს, სასწავლო მასალებს და პოლიტიკის დოკუმენტებს

NIH გთავაზობთ რესურსების მთელ რიგს, მათ შორის ინსტრუქციებსა და საგანმანათლებლო მასალებს, რომლებიც ორიენტირებულია ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკურ საკითხებზე

UKRIO მუდმივად აქვეყნებს ინსტრუქციებს კვლევის კეთილსინდისიერების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პლაგიატი, მონაცემთა მართვა და საავტორო უფლებები.

ICMJE უზრუნველყოფს სახელმძღვანელო მითითებებს სამედიცინო კვლევისა და გამოქვეყნების ეთიკის შესახებ, მათ შორის ავტორობასთან, ინტერესთა კონფლიქტთან და ეთიკურ მოხსენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

AALHE ყურადღებას ამახვილებს შეფასების და სწავლის ეთიკურ პრაქტიკაზე, ავრცელებს რესურსებს, რომლებიც ხაზს უსვამს კეთილსინდისიერებას საგანმანათლებლო კვლევებში.

CIHR ქმნის ეთიკური პრინციპების ჩარჩოს და გაიდლაინებს ჯანდაცვის კვლევისთვის კანადაში, ხაზს უსვამს მონაწილეთა მიმართ კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას და მის მნიშვნელობას

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტანდარტული პროცედურები (SOPs) და გაიდლაინები, რომელიც დაეხმარება კვლევით ინსტიტუტებს კვლევის კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებაში.

  • PRINTEGER (Promoting Integrity as an Integral Dimension of Excellence in Research)

პროექტის ფარგლებში შეიქმნა გაიდლაინები, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების პასუხისმგებლიანად წარმართვას და ამ პრაქტიკის დანერგვას კვლევით ინსტიტუტებში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგანმანათლებლო მასალები და ინტერაქტიული სწავლის მეთოდები (მაგ. როლური თამაშების სცენარები), კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების თემაზე, რომელიც დაინერგება საშუალო სკოლასა და უნივერსიტეტებში.

  • The Netherlands Research Integrity Network (NRIN)

ეროვნული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მკვლევარებსა და ინსტიტუტებს, რათა ხელი შეუწყოს კვლევის კეთილსინდისიერებას. ის გთავაზობთ რესურსებს, სასწავლო მასალებს და ღონისძიებებს, რათა დაეხმაროს მკვლევარებს ეთიკური გამოწვევების გამკლავებაში. NRIN ქმნის რესურსებს კვლევის პრაქტიკის, პოლიტიკისა და კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვის შესახებ, რაც ხელს უწყობს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კულტურას ჰოლანდიის კვლევით საზოგადოებაში.