გიგა ხოსიტაშვილი

გიგა ხოსიტაშვილს აქვს გამოცდილება უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების სფეროში. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ის ზედამხედველობს დისტანციურ სწავლებას, სამეცნიერო ბაზების მართვის საკითხს და ეთიკური აკადემიური პრაქტიკის პოპულარიზაციას. ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, გიგამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების სხვადასხვა პროექტში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს უნივერსიტეტებში განათლების ხარისხისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ამაღლებაზე. ის ასევე მუშაობს აკრედიტაციის ექსპერტად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარისხის განვითარების სააგენტოებში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია.

თათია ნაკაშიძე-მახარაძე

თათია ნაკაშიძე-მახარაძე განათლების დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და აქვეყნებს ნაშრომებს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში. კვლევითი სემინარების, ინგლისური ენის მეთოდოლოგიის ტრენინგებისა და ვორქშოფების აქტიური მონაწილე. ატარებს ტრენინგებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასწავლებლებისთვის ინგლისური ენის მეთოდოლოგიაში. აქვს 19 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება ბსუ-ში. ატარებს კურსებს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე, რომელიც მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა ზოგადი ინგლისური, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია და ინგლისური სამართლის სტუდენტებისთვის. არის საერთაშორისო დოქტორანტის სამეცნიერო კონსულტანტი.  მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, საინფორმაციო  ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლება/სწავლის პროცესში  და მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა. იგი ასევე აქტიურად არის ჩართული არაერთ საგრანტო პროექტში. ორიენტირებულია მუდმივ პროფესიულ ზრდაზე და გამოცდილების გაზიარებაზე.

მარინა ნაგერვაძე

მარინა ნაგერვაძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.  

მ.ნაგერვაძემ 2004-2005 წლებში გაიარა სტაჟირების პერიოდი ჰემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამი ლაბორატორიის ბაზაზე (რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი); (სისხლის ჯგუფების სტანდარტიზაცია; სისხლის იმუნოლოგიური ტიპირება; იმუნო-ჰემატოლოგია). 2008-2009 წლებში გაცვლითი პროგრამის Erasmus Mundus lot 5-ის ფარგლებში იყო საბერძნეთში დოქტორანტი მოლეკულური და უჯრედული ბიოტექნოლოგიის სპეციალობით. მან მოიპოვა პრაქტიკული უნარები სხვადასხვა სახის მოლეკულურ მეთოდებში. 2009-2010 წლებში იყო  საგრანტო პროექტში „ერითროციტების (ABO, Rh-Hr, Kell, MN Ss) ჯგუფის ანტიგენების გავრცელების სიხშირე აჭარა-გურიის მოსახლეობაში და მისი გამოყენება პრაქტიკულ მედიცინასა და ეთნიკურ ანთროპოლოგიაში” ეჭირა ძირითადი პერსონალის პოზიცია. ეს პროექტი დაფინანსდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (GNSF) მიერ 2006-2020 წლებში მისი ინტერესის სფერო იყო ჯგუფური ანტიგენების შესწავლა სხვადასხვა პოპულაციაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სხვა მკვლევარებთან ერთად შეისწავლა მოცემული ანტიგენების გავრცელების თავისებურებები სხვადასხვა ინფექციური და არაინფექციური დაავადებების დროს და დადგენილია მათი კორელაციური თავისებურება. გამორჩეულია ფენოტიპური ჯგუფები, რომლებიც მდგრადი და მგრძნობიარეა დაავადებისა და ინფექციების მიმართ. იგი არის 2012 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში დააფინანებული პროექტის ავტორი. 2016 და 2020 წლებში მისი ხელმძღვანელობით სამმა მიიღო დაფინანსება GNSF-ისგან. ის ასევე არის 2 საგრანტო პროექტის „კვლევა საშუალო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით“ ხელმძღვანელი. მ.ნაგერვაძე 2019-2023 წლებში მონაწილეობდა შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტებში, როგორც მთავარი პერსონალი, ხელმძღვანელი და მენეჯერი. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ორ საერთაშორისო საგრანტო პროექტში (Erasmus+ და INTAS). მარინა ნაგერვაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამ საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Erasmus mundus, Erasmus electra, Erasmus+). არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევითი ნაშრომები მოძიებულია Google scholar-ის, Scopus-ისა და WoS მონაცემთა ბაზებში. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, კონგრესსა და ვორქშოფში. მას აქვს 20 წლიანი სწავლების გამოცდილება სწავლების სამივე საფეხურზე.

თამარ ჩოკორაია

თამარ ჩოკორაია არის კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი 2020 წლიდან. ის ასწავლის აკადემიური წერის კურსს, ასევე კოორდინირებას უწევს აკადემიური წერის სწავლებას ყველა საფეხურზე უნივერსიტეტში. აგრეთვე სისტემატურად ატარებს ტრენინგებს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის მიმართულებით, მონიტორინგს უწევს „ტურნიტინის“ პროგრამაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ატვირთვის პროცესს, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და აკადემიური წერის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს. ჩართულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ , რომლის ფარგლებშიც დაესწრო პირველ საერთაშორისო შეხვედრას ქ. პრაღაში, გაიარა ტრენერთა ტრენინგი ქ. ქუთაისში, რის საფუძველზეც ჩაატარა შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები. ამჟამად მუშაობს კვლევის ეთიკის კურსის დანერგივის პროცესზე. მას აქვს აკადემიური წერის კურსის სწავლების გამოცდილება საქართველოს უნივერსიტეტში, აგრეთვე აკადემიური სერვისებისა და სამეცნიერო ელექტრონული რესურსების მართვისა და აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო კერძო გამომცემლობების რედაქტორი. არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამული აკრედიტაციის ექსპერტი, ფილოლოგიის დოქტორი (დისერტაცია დაცული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). მისი სამეცნიერო ინტერესებია: აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ხელსაწყოები, აკადემიური წერის პრინციპები.  

ნიკოლოზ ფარჯანაძე

პროფესორი, დოქტორი, ნიკოლოზ ფარჯანაძე

დოქტორ ნიკოლოზ ფარჯანაძეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, შუა აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ქუვეით სითი, ქუვეითი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, და ამ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობდა სხვადასხვა პოზიციაზე თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში. ნიკოლოზმა დაამთავრა სამი სამაგისტრო პროგრამა – ინგლისური ფილოლოგია (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო), ბიზნესის ადმინისტრირება (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო) და განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი (ჩივნინგის სტიპენდია, განათლების ინსტიტუტი, ლონდონის უნივერსიტეტი (ამჟამად, UCL Institute of Education), ლონდონი, გაერთიანებული სამეფო). ნიკოლოზს დოქტორის ხარისხი აქვს ინგლისურ ფილოლოგიაში (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო). ნიკოლოზ ფარჯანაძე ასევე იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. გარდა ამისა, ნიკოლოზი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აფილირებული პროფესორი. მისი პუბლიკაციები ასახავს ნიკოლოზის აკადემიური ინტერესებს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერების, საგანმანათლებლო ლიდერობისა და მენეჯმენტის კვლევისა და პრაქტიკის კონტექსტში. ნიკოლოზ ფარჯანაძეს მონაწილეობა აქვს მიღბული ფულბრაიტის მკვლევართა პროგრამაში და სტუმრობდა არკანზასის უნივერსიტეტს (აშშ), სადაც იკვლევდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. იგი უძღვება საელქციო კურსებს ენათმეცნიერებაში, განათლების სფეროს კვლევაში, საგანმანათლებლო ლიდერობაში, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში. ამჟამად, ნიკოლოზ არის კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი.

ნინო გიორგაძე

ნინო გიორგაძე

დაბადებული 1986 წლის 14 აგვისტო, ქ. ქუთაისი.

უმაღლესი განათლება მივიღე 2003-2008 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავასრულე სამართალმცოდნეობის მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხით.

ბოლო წლების საქმიანობისა და ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, 2023 წლიდან ვარ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის – განათლების მეცნიერებებისა და კვლევის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.

2010 წლიდან, ვარ (ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე, 2008წ), ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, 2021 წლიდან ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციით;   

ასოციაციის წევრობას წინ უძღოდა სტაჟირება 2008-2009 წლებში  საადვოკატო ოფისში და 2009-2010 წლებში ადვოკატის თანაშემწედ მუშაობა.

2010 წლიდან, კი ვეწეოდი დამოუკიდებელ საადვოკატო და საკონსულტაციო საქმიანობას, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

2011 წლიდან ვარ დავით ტვილდიანის  სამედიცინო უნივერსიტეტის იურისტი;

2015 წლიდან ვხელმძღვანელობ  უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტს.

უფლებამოსილებისა და კომპტენციის ფარგლებში ჩართული ვარ უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში, მონაწილეობას ვიღებ უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კვლევით პროექტებში. პასუხისმგებელი ვარ საკანონმდებლო აქტებისა თუ შიდა რეგულაციების შესახებ საუნივერსიტეტო საზოგადეობის ცნობიერების ამაღლებასა და მათ იმპლემენტაციაზე. ვარ რექტორის საბჭოს მოწვეული, სტრატეგიული და ეთიკის კომიტეტების მუდმივი წევრი.

სხვადასხვა დროს გავლილი მაქვს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის საბჭოს, საქართველოსა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციების,  BDO -სა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის „სამედიცინო განათლების ცენტრის“ (MEC) ტრეინინგ კურსები,  ვმონაწილეობ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლეს და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში.

ლელა ნადაშვილი

ლელა ნადაშვილი

დავიბადე 27.05.1973წ-ს, თბილისში, საქართველო. გავიზარდე საქართველოში. ზოგადი განათლება მივიღე თბილისში 1973-1990 წლებში. ასევე დავამთავრე მუსიკალური

შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, ვმღეროდი და ბასგიტარაზე ვუკრავდი ვია“ნერგებში“.

უმაღლესი სამედიცინო განათლება მივიღე უმაღლეს სამედიცინო სკოლა“აიეტში“, აწ უკვე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში- 1993-1998 წლებში.

მუშაობა დავიწყე 2000 წელს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად „ადამინის ქცევათემცნიერებასა“ და „ბიოსტატისტიკაში“.

2004 – 2011 წწ-ში ვმუშაობდი უცხო ენების და კომპიუტერული კლასების სასწავლო ცენტრში, ვასწავლიდი ინგლისურ ენას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს, მათ შორის ზრდასრულებს.

2011-2012 წწ-შ ვმუშაობდი“როტაფარმში“, ფარმაცევტული კომპანია, თარჯიმნად.

2012 წლიდან დღემდე ვმუშაობ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში დეკანის ასისტენტის პოზიციაზე. ასევე, ვარ ამ უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი სამედიცინო განათლების დარგში. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვასაერთაშორისო კონფერენციებში, მათ ორგანიზებაში, პროექტებში.

ნიკა გიგაური

ნიკა გიგაური არის GIPA-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი. მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ნიკა გიგაური მუშაობდა, როგორც საჯარო სექტორში, ასევე არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში პოლიტიკის კვლევისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ნიკა გიგაური GIPA-ში მოსვლამდე მუშაობდა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, იგი ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. ნიკას პოლიტიკის, საჯარო მმართველობისა და სამართლის მიმართულებით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, მათ შორის, USAID-ის, IFES-ის, Erasmus+, DAAD-სა და IRI-ის საერთაშორისო პროგრამებში, ასევე ნიკას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და ESG-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. აკადემიური საქმიანობის კუთხით ნიკა გიგაური არის GIPA- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

ნუცა მინდიაშვილი

ნუცა მინდიაშვილი არის GIPA-ს კვლევების დეპარტამენტის კვლევებისა და განვითარების მენეჯერი და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი. მას მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფლობს საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (ჯიპა). ნუცა GIPA-ში მოსვლამდე სტაჟიორად მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის დეპარტამენტში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

მაკა კოჭაური

მაკა კოჭაური – პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი/უმცროსი მკვლევარი/ოფიცერი

ელ.ფოსტა: ir.specen@tesau.edu.ge   

ტელ.: +995 599871490

ამჟამად არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე. პარალელურად, არის თესაუ-ს მოწვეული ლექტორი.

2017 წელს მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მაკა კოჭაურს აქვს საერთაშორისო პროექტების მართვის 5 წლიანი გამოცდილება.  ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, როგორც მკვლევარი/მასწავლებელი/ტრენერი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

ნინო კახაშვილი

ნინო კახაშვილი

e-mail: nino.kakhashvili@tesau.edu.ge

mobile: +995 593 343326

2009-დან დღემდე თესაუ-ს ასოცირებული პროფესორი, საგნები: აკადემიური წერა, XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ქართული პუბლიცისტიკა. საერთაშორისო პროექტების HERIPRENEURSHIP,  INTEGRITY, ETHICS-ს მონაწილე.

განათლება:    ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ლიტერატურა. 2006 (თბილისის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი); ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1993-98 (თესაუ).

ენების ცოდნა: ქართული- მშობლიური, რუსული-საშუალოდ, ინგლისური-საშუალოდ,

სოფიო არსენიშვილი

სოფიო არსენიშვილი

e-mail: sophio.arsenishvili@tesau.edu.ge sophioarsenishvili@yahoo.com

mobile: +995 599 580480

2000- დღემდე თესაუ-ს მოწვეული მასწავლებელი, საგნები: აკადემიური წერა, ინტერკულტურული განათლება. საერთაშორისო პროექტების DOIT, DARE, INTEGRITY-ს მონაწილე. განათლება: სადოქტორო პროგრამა ქართულ ფილოლოგიაში 2007-2010 (თესაუ), ებრაული ენისა და ლიტერატურის ხუთწლიანი პროგრამა 1991-96 (თსუ).

ენების ცოდნა: ქართული: მშობლიური, რუსული-სრულყოფილად, ინგლისური-თავისუფლად, ებრაული-საშუალოდ.

ეკატერინე ფირცხალვა

ეკატერინე ფირცხალვა, ფსიქოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 1997 წლიდან ასწავლის თსუ-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. 2017-2019 წლებში იყო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2019 წლიდან მუშაობს ფაკულტეტზე კვლევის ეთიკის საბჭოს (IRB) დაარსებაზე, ხოლო 2022 წლიდან არის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კვლევის ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე. ანალიტიკოს ეკატერინე ფირცხალავას აქვს თხუთმეტ წელზე მეტი გამოცდილება ინტერდისციპლინარული საკითხების სოციალურ მეცნიერებათა კომპლექსურ კვლევაში, ფლობს კვლევისა და შეფასების უნარებს კვლევის დიზაინში, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზში (ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდოლოგიების გამოყენება). 2003 წლიდან თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია IPS პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტთან, როგორც მკვლევარი, სადაც წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტებში. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესები უკავშირდება სოციალურ ფსიქოლოგიას, სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიას: ოჯახური და ოჯახური ურთიერთობები, გენდერული პრობლემები, მიგრაცია, განათლება, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მუსლიმი, მესხები (დეპორტირებული პირები), სოციალური და ეთნიკური იდენტობა, განათლება, სიძულვილის ენა და ა.შ.   ფლობს სხვადასხვა კვლევით სტიპენდიებს ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: კარნეგის სტიპენდია; პროფესორ-მასწავლებელთა განვითარების პროგრამა OSI; მარია კიურის სტიპენდია. Academic Swiss Caucasus Net Fellowship (ASCN). ერასმუს მუნდუსის პოსტდოქტორანტურა; FMHS (Foundation Maison des Sciences de l’Homme) პოსტდოქტორანტურა; UASP კვლევის მართვისა და ლიდერობის პროგრამა, აშშ; და DAAD. როგორც მოწვეული პროფესორი/მკვლევარი სხვადასხვა სტიპენდიების ფარგლებში, მუშაობდა აშშ-ს, პორტუგალიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

მაგდა ცინცაძე

პროფესორი მაგდა ცინცაძე არის თსუ-ში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი. ამავდროულად ის არის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი. დოქტორმა მ.ცინცაძემ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე. იგი ფლობს ამავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მათემატიკური კიბერნეტიკის მიმართულებით. მაგდა ცინცაძის სადოქტოროს შემდგომი კვლევა განხორციელდა საბერძნეთში (2008-2009), თესალონიკის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტში (ATEI). დოქტორი მ. ცინცაძე ახორციელებდა/ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების დისციპლინების სწავლებასა და კვლევას საზღვარგარეთის რამდენიმე უნივერსიტეტში (ლოძის უნივერსიტეტი (2014, 2015); SUNY STONY Brook, NY, აშშ (2011-2012), იტალიის ვენეციის უნივერსიტეტი (2016); სან-დიეგოს სახელმწოფო უნივერსიტეტი, აშშ (2015, 2017 წ.)), სან დიეგოს სახემწიფო უნივერსიტეტი, აშშ, 2016 (ტრენინგი) და 2023 წლებში (2 კურსის სწავლება: CS210-Data Structures, CS420 Advanced Programming Languages). მას აქვს კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგის დისციპლინების სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ისეთი საგნის, როგორიცაა კომპიუტერული სამართალი და ეთიკა (როგორც თსუ-ს, აგრეთვე სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის). მაგდა ცინცაძეს გააჩნია უცხოელ მეცნიერებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფონდებთან (INTAS, ფულბრაიტი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა) მუშაობის დიდი გამოცდილება. იგი არის 30+ პუბლიკაციის ავტორი.

ნატო ფიცხელაური

ნატო ფიცხელაური არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

ნ.ფიცხელაურმა 2009 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ მედიცინის ფაკულტეტი (დიპლომირებული მედიკოსი). 2015-2016 წლებში დაამთავრა ლუვენის უნივერსიტეტი (ბელგია), რედბაუნდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდების სამეფო), პადოვას უნივერსიტეტი (იტალია) და მოიპოვა მეცნიერების მაგისტრის ხარისხი (ბიოეთიკა/Advanced Master Program in Bioethics). 2012 წელს მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თსუ მედიცინის ფაკულტეტი). 

ნატო ფიცხელაური არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 10 წიგნის ავტორი და თანაავტორი. იგი არის თსუ სადისერტაციო საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრი.

2011 წლიდან ნატო ფიცხელაური  არის საქართველოს ჯანდაცვის ხარისხის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო პროექტების (SIU, NIH, და TEMPUS EU) მონაწილე. უნივერსიტეტში კითხულობს შემდეგ საგნებს: სამედიცინო ეთიკა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, კლინიკური აზროვნების საფუძვლები (CBCR).

ნესტან კუტივაძე

ნესტან კუტივაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სამეცნიერო რეცენზირებადი / რეფერირებადი ჟურნალის  „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბის“ მთავარი რედაქტორი, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. 2021-2024 წლებში იყო ლიტერატურათმცოდნეობისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევებისა და ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი.

თამთა კობახიძე

iconmonstr-cv-4-240

თამთა კობახიძე – აახენის ტექნიკურის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი განათლების ემპირიული კვლევისა და ადმინისტრირების მიმართულებით. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი აკრედიტაციისა და ზოგადი განათლების მიმართულებით.  მოპოვებული აქვს რამდენი საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდის სტიპენდია (GIZ, DAAD, განათლების საერთაშორისო ცენტრი). მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში (USAID, Erasmus +). 2018 წლიდან ხელმძღვანელობს კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.