პროექტის მიზნები:

  • სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის პოლიტიკის გადახედვა და სტანდარტების ცვლილება/აკრედიტაციის ექსპერტების უნარ-ჩვევების გაძლიერება/ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება: სახელმწიფოს მიერ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის) სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში კვლევის ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების და პლაგიატის რეგულირების მექანიზმების გადახედვის და შესაბამისი ცვლილებების ინიციირება/დანერგვა; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობა აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტებსა და შეფასების პროცესში ცვლილებების შეტანის, ასევე აკრედიტაციის ექსპერტების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პერსონალის უნარ-ჩვევების გაძლიერების და სასწავლო მასალების შემუშავების (მაგ.: ციფრული სასწავლო კურსის შექმნა) ასპექტებში.
  • კეთილსინდისიერი კვლევის მოდულის დანერგვა (MOOC): აკადემიური კარიერით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა (დამწყები) მკვლევრებისთვის, სტუდენტთა აკადემიური ხელმძღვანელებისთვის და ა. შ. განკუთვნილი კვლევის კეთილსინდისიერებასა და ეთიკაზე მოსამზადებელი მოდულისა და ციფრული სასწავლო კურსის შემუშავება.
  • მკვლევრების და კვლევის მხარდამჭერი [კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი] პერსონალის მომზადება: ტრენერთა ტრენინგის შემუშავება და ჩატარება, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევის უმაღლესი ეთიკური და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და რესურსებს. კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის ტრენინგი ჩაუტარდებათ ტრენერებს და უპირატესობა მიენიჭებათ კვლევის მხარდამჭერ [კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელ] პერსონალს, რომლებიც შემდგომ საკუთარი ძალებით განახორციელებენ მკვლევრების, აკადემიური პერსონალის, დოქტორანტების ხელმძღვანელებისა და პროგრამის კოორდინატორების მომზადებას. უნივერსიტეტებს ეძლევათ მკაფიო რეკომენდაცია, რომ უზრუნველყონ პერსონალის და კვლევაში ჩართული სტუდენტებისთვის კვლევის კეთილსინდისიერების ტრენინგის სავალდებულო გავლა (ვრცელი აუდიტორიისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ციფრული სასწავლო კურსი MOOC).
  • საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების პოლიტიკა, ეთიკა და რესურსები: პოლიტიკის და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევის კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაფუძნებული კვლევისა და ინოვაციის განხორციელებას. თითოეულ ინსტიტუციაში ახალი და ფუნქციური კვლევის ეთიკის კოდექსის დანერგვას (აღნიშნულ პროცესში სახელმძღვანელოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი რესურსების/ქსელების გამოცდილება, როგორებიცაა ALLEA, SOPs4RI, H2020INTEGRITY და Erasmus+ CBHE INTEGRITY).
  • კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკის და მართვის საბჭო – კვლევის მართვის საბჭოს/კვლევის ეთიკის კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საერთო ინსტიტუციური პასუხისმგებლობა კვლევის კეთილსინდისიერების თვალსაზრისით და პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრით უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურების, ჯგუფებისა და პროცესების წარმართვას/კოორდინაციას კვლევების ეთიკური სტანდარტების შეფასების და შესაძლო გადაცდომების მოკვლევისთვის საჭირო ზომების მიღების მიზნით.
  • მკვლევრებისთვის/დოქტორანტებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის საჭირო აკადემიური მხარდაჭერისა და კეთილსინდისიერი კვლევის სერვისები:
    კვლევის მხარდამჭერი/კვლევის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი პერსონალის ფუნქციის დანერგვის, ასევე სანდო და მაღალკვალიფიციური კვლევისთვის საჭირო პრინციპებზე (რაც მათ შორის გულისხმობს გამოყენებული წყაროების სრულად და ამომწურავად მითითებას), პროფესიონალურ სტანდარტებსა და კვლევის მეთოდებზე ორიენტირებული ტრენინგების და ზოგადი ხელმძღვანელობის მეშვეობით, აკადემიური პერსონალისთვის და პრაქტიკოსი მკვლევრებისთვის საჭირო სერვისების შემუშავება და ერთობლივი დახვეწა.
  • პასუხისმგებლობიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება: კვლევითი მონაცემების მართვის, პასუხისმგებლობიანი კვლევის და ინოვაციისა და ღია მეცნიერების იდეებისთვის საკვანძო როლის მქონე მეცნიერების, ინოვაციის სტრატეგიის საჯარო კომუნიკაციის შემუშავების პროცესის ფარგლებში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების მხარდაჭერა და თანმხლები ზომების გატარება, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო კომუნიკაციების ღონისძიების გამართვას სულ მცირე წელიწადში ერთხელ. საკომუნიკაციო სტრატეგიამ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევრებში და დოქტორანტებს შორის კვლევის ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე ცნობიერების ამაღლებას.