9-11 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით შედგა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ტური. შეხვედრას ამსტერდამის თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პროექტის კონსორციუმის მეორე საერთაშორისო შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის ათი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამი ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები; ასევე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო კონსორციუმის წევრებს შორის პროექტის მიმდინარე შედეგებისა და პროგრესის განხილვა. ქართველმა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა იმსჯელეს შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება იყო კვლევის ხელშემწყობ ოფიცერთა პროგრამის ნაწილი, რომელიც ჩატარდა ქ. ქუთაისში (2023 წლის 11-13 ოქტომბერს) და მიზანად ისახავდა ტრენერთა ტრენინგს (ToT) ამ მიმართულებით. უცხოელმა პარტნიორებმა კი წარადგინეს სამუშაო ჯგუფების შედეგები: კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ციფრული სასწავლო კურსის, დოქტორანტურის სტანდარტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
მოკლედ პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.
პროექტის კოორდინატორი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
- ჩარლზის უნივერსიტეტი
- მასარიკის უნივერსიტეტი
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- დავით ტვილდიანის
- სამედიცინო უნივერსიტეტი
- შოთა რუსთაველის სახელობის
- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/
2024