ETHICS პროექტის გარე დისემინაცია

17-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზეIntegrity, Open Science and Artificial Intelligence in Academia and Beyond: Meeting at the Crossroads” (IOSAI-2025), რომელიც ონლაინ გაიმართა უკრაინის კვლევითი კეთილსინდისიერების ოფისისა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ETHICS პროექტის გარე დისემინაციის ფარგლებში.

კონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიგა ხოსიტაშვილმა წარმოადგინა პროექტის ერთ-ერთი ძირითადი აქტივობის შედეგები. მოხსენების Building a Culture of Responsible Research: Lessons from the Georgian Higher Education Context ფოკუსი იყო კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სასწავლო მოდულის განხილვა, რომელიც ETHICS პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ტრენინგკურსის შინაარსზე, მისი შექმნისა და პილოტირების ეტაპებზე, კურსის ხარისხის შეფასების დეტალებზე.  გამოცდილების გაზიარება საინტერესო იყო როგორც უკრაინელი კოლეგებისთვის, ასევე  კონფერენციის სხვა მონაწილეებისთვის.

Powered By Iliauni IT Dept.