2023 წლის 11 აპრილსაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტების დეკანები, დეკანების მოადგილეები, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები და კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა და პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა , პროფ. დავით გეგეჭკორმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო პროექტი, ისაუბრა მის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ აქტივობებსა და გეგმებზე.
ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2022 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘ETHICS’(კოორდინატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
პროექტში ჩართულია 10 ქართული უნივერსიტეტი, არასაუნივერსიტეტო 3 პარტნიორი- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://ethics.iliauni.edu.ge/