2023 წლის 1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი ეროვნული შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ქართველი პარტნიორებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალური განხილვა, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების წარდგენა.
ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2022 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘ETHICS’ ( კოორდინატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://ethics.iliauni.edu.ge/