ETHICS პროექტის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა

2-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით შედგა კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ტური ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის 10 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 3 ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კონსორციუმის წევრი ქართველი და ევროპელი ინსტიტუციებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალურ განხილვას, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების პრეზენტაციას.