3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ.
ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. მისი ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.
შეხვედრები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
- კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო – თეონა დიასამიძე, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი
- აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში – ნინო რჩეულიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
- პუბლიკაციის გამოქვეყნებისა და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა – თამარ ბასიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები – გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
შეხვედრებს სულ 46 ადამიანი დაესწრო, როგორც სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
2024