კონფერენცია “European Conference on Ethics and Integrity in Academia” – აბსტრაქტების მიღება

14-16 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმში უმასპინძლებს მასშტაბურ ევროპულ კონფერენციას ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ  “European Conference on Ethics and Integrity in Academia (ECEIA26)”.

კონფერენცია პირველად გაიმართება კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის აკადემიური საზოგადოებისთვის. მისი ორგანიზატორია აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია (ENAI).

მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებს, პედაგოგებს, პრაქტიკოსებსა და პოლიტიკის შემქმნელებს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ  შეხედულებები განათლებასა და კვლევაში ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

აბსტრაქტების თემატიკა

  • ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკა
  • აკადემიური თავისუფლება, ცენზურა, პოლიტიკური ზეწოლა და დეზინფორმაცია
  • ანგარიშვალდებულება და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა
  • ეთიკური პუბლიკაცია,  ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ავტორობა და ნაშრომის მიტაცების პრაქტიკები
  • პოსტპლაგიატი და ავტორობის განვითარება
  • სენსიტიური ეთიკური სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
  • ეთიკის განათლება და გადამზადება
  • აკადემიური ერთიანობა ჰიბრიდულ/ონლაინგარემოში

აბსტრაქტის წარდგენის პირობები

აბსტრაქტი უნდა იყოს არანაკლებ 500-1000 სიტყვა და აკმაყოფილებდეს APA 7.0 სტანდარტს, იყოს Aptos 11 pt შრიფტით.

მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული:

  • სათაური
  • სინოფსისი
  • ფონი
  • მეთოდოლოგია
  • შედეგები
  • მთავარი სათქმელი
  • საკვანძო სიტყვები
  • ბიბლიოგრაფია

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეების სრული სტატიები გამოქვეყნდება კრებულში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 20 ნოემბერი, 2025
  • აბსტრაქტების მიღების დაწყება: 1-ელი იანვარი, 2026
  • აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 26 იანვარი, 2026
  • შეფასების დასრულება: 30 მარტი, 2026
  • შედეგების გაცნობა: 17 აპრილი, 2026

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://vist.ly/4etbb

კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი:academicintegrity.eu/conference

Powered By Iliauni IT Dept.